ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ყანდაარში შვიდი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო ყანდაარის პოლიციის შტაბბინის ავტოსადგომზე. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან სამი პოლიციელი და ოთხი სამოქალაქო პირი. დაზიანდა რამდენიმე შენობა.
ყველაზე პოპულარული
1