26 სექტემბერს, უმუშევართა კავშირის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტთან ”ცარიელი ქვაბების” აქცია გაიმართა. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე გააპროტესტეს და პარლამენტისგან უმუშევართა დაცვის შესახებ კანონის მიღება მოითხოვეს.