ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი პოლიციელი და ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ შეიარაღებული პირების მიერ პაქტიკის პროვინციის დედაქალაქ შარანაში მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ამ ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიჭრნენ მთავრობის ერთ-ერთ შენობაში მას შემდეგ, რაც შესასვლელში პოლიციელი მოკლეს. პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას, რასაც ურთიერთსროლა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, რამდენიმესაათიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ყველა თავდამსხმელი მოკლეს.
ყველაზე პოპულარული
1