კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელად ნათია მოგელაძის დანიშვნა გააპროტესტა საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ. მისმა წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სამსახურის უფროსად ფინანსისტის ნაცვლად პროკურორი დანიშნა. ლეიბორისტების შეფასებით, ”საქართველოში საბოლოოდ დამთავრდა ფორმალურად მრავალპარტიული სისტემა და დღეიდან ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი ძალების გარდა, ყველა პარტია ექვემდებარება სააკაშვილის მიერ დანიშნული სპეციალური პროკურორის ზედამხედველობას.”
ყველაზე პოპულარული
1