ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ გარდაცვლილი ლიდერის, კიმ ჩონ ირის ვაჟი, კიმ ჩონ უნი ქვეყნის არმიის „უზენაესი მთავარსარდალი“ გახდა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, კიმ ჩონ უნს ეს ტიტული პარასკევს მიენიჭა კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტიტული მინიჭებულ იქნა ყოფილი ლიდერის, კიმ ჩონ ირის მიერ 8 ოქტომბერს ნაანდერძევის მიხედვით. 17 დეკემბერს მამამისის სიკვდილის შემდეგ კიმ ჩონ უნი უკვე გამოცხადდა კომუნისტური ქვეყნის უზენაეს ლიდერად. ჩრდილოეთ კორეას არმიის სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ადგილი უჭირავს. მას მილიონ ორასი ათასი ჯარისკაცი ჰყავს.
ყველაზე პოპულარული
1