Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა 111 ხმით, 2-ს წინააღმდეგ, ახალი საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კოდექსის მიღება დეპუტატებს და მის შემუშავებაში მონაწილეებს განსაკუთრებით მიულოცა. "კოდექსი მიღებულია და ახლა ერთი პატარა დეტალი დარჩა - არჩევნების კარგად ჩატარება", – განაცხადა ბაქრაძემ. ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა დაახლეობით ერთი წელია მიმდინარეობს. მასზე მუშაობას ოპოზიციის ნაწილი გამოეთიშა და საბოლოო შეთანხმებას ხელისუფლებამ მხოლოდ ოპოზიციის ნაწილთან მიაღწია. შეთანხმებებით, შეიცვალა საარჩევნო დავების ვადები, დამოუკიდებელ კანდიდატებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცათ. ასევე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ის პატიმრებიც, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ხოლო პარტიები, რომლებიც სიაში ქალებს შეიყვანენ, დამატებით ფინანსებს მიიღებენ. გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ კერძო ტელეკომპანიები ვალდებულნი იქნებიან, კვალიფიციურ სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო გამოუყონ.
XS
SM
MD
LG