Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძე: ბიძინა ივანიშვილის სარჩელი პოლიტიკური მოტივით არ დაკმაყოფილდა


ბიძინა ივანიშვილის სარჩელი პოლიტიკური მოტივით არ დაკმაყოფილდა - ამის შესახებ ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ორივე შემთხვევას ერთნაირი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა და დარღვეული იყო კანონმდებლობის 40 მუხლი, რის საფუძველზეც მოსამართლეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შეეძლო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. შალვა თადუმაძის განცხადებით, ადვოკატთა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას გეგმაზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაა. ბიძინა ივანიშვილი ამჟამად მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა, რადგან მისივე სურვილით რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის ოფიციალური დოკუმენტი 26 დეკემბერს მიიღო.
XS
SM
MD
LG