ოცი წლის წინ, 1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმა - რუსეთმა, ბელორუსიამ და უკრაინამ - ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოიტანა. თუმცა, როგორც ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და რუსეთის პოლიტიკის ანალიტიკოსის, დევიდ სატერის ახალ წიგნში ვკითხულობთ, იმპერიასთან ერთად წარსულს ის საზარელი დანაშაულებიც ჩაბარდა, რომლებიც მის წიაღში იყო ჩადენილი. სატერის აზრით, სწორედ საბჭოთა კავშირის თანმდევი ადამიანური ტრაგედიის მასშტაბების გაუაზრებლობა იწვევს იმას, რომ რუსეთში კვლავ ავტორიტარული მთავრობაა.
სატერის წიგნის ყდაზე ვლადიმირ ლენინის დამტვერილი ბიუსტის ფოტოა გამოსახული. ფოტო მიტოვებულ ეზოშია გადაღებული.
„ეს დიდი ხნის წინ მოხდა - და არც არასოდეს მომხდარა“ - ასე ეწოდება წიგნს, რომლის მთავარი არგუმენტი შემდეგია: რუსეთს აჩრდილივით დასდევს დაუსრულებელი საბჭოთა წარსული, უფრო ზუსტად კი, საბჭოთა პროექტით გამოწვეული უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიის შეუსაბამო და შეზღუდული ემოციური აღქმა. ეს აჩრდილი გავლენას ახდენს მრავალი ფორმით - იქნება ეს სახელმწიფო დონეზე თუ ინდივიდების ფსიქიკის თვალსაზრისით.
„აზრი, რომ ტრაგიკული ისტორია შეიძლება გაანალიზდეს და ეროვნული შეგნების ნაწილად იქცეს, რუსეთში არ არის გაზიარებული“, - წერს სატერი.
მეტიც, მისი თქმით, კომუნისტური დანაშაულების თაობაზე რეფლექსიის ნაკლებობამ, იმ იდეის შემზარაობის გაუაზრებლობამ, რომ სახელმწიფო უმნიშვნელოდ მიიჩნევს ინდივიდებს თავისი მიზნებისკენ სწრაფვაში, დიდწილად განაპირობა ვლადიმირ პუტინის რუსეთში არსებული რეალობა:
„ვფიქრობ, ამას რუსეთში ფსიქოლოგიური ცვლილებები დასჭირდება, მენტალური ცვლილებები. ჩემი აზრით, რუსეთის ხალხისგან ძალისხმევა დასჭირდება ინდივიდის მთლიანობის [იდეის] დაცვას. ეს ძალისხმევა არ ჩანს. ეს არ ნიშნავს, რომ რუსები თავიანთ სიცოცხლეს ან თავიანთი ახლობლების სიცოცხლეს არ აფასებენ, მაგრამ ისინი მზად არიან უგულებელყონ სიკვდილის შემთხვევები, მაგალითად, მძევლად აყვანილი ადამიანების სიკვდილი, დედოვშჩინის ან წვრთნების შედეგად რუსი ჯარისკაცების სიკვდილი, შეცდომების და არაკომპეტენტურობოს გამო პაციენტების სიკვდილი საავადმყოფოებში, უბედური შემთხვევებით, თვითმკვლელობებით, მკვლელობებით გამოწვეული სიკვდილი. ეს საზოგადოება არასაკმარისად ზრუნავს სიცოცხლისა და ინდივიდების დაცვაზე.“
სატერის აზრით, ამგვარ დამოკიდებულებას საფუძველი ჯერ კიდევ ცარისტულ პერიოდში ჩაეყარა, კომუნისტური სისტემის უპრეცედენტო სისასტიკემ კი ის საბოლოოდ გაამყარა. ამას დაემატა ის, რასაც ავტორი „მომხდარის მორალური მნიშვნელობის გასაგებად საჭირო ნების ნაკლებობას“ უწოდებს, და ვითარებამ, მისი აზრით, მძიმე და უიმედო ფორმა მიიღო.
საბჭოთა რეჟიმის დროს დაღუპული 20 მილიონამდე ადამიანის ხსოვნის პატივსაცემი მემორიალები, რომლებიც ძირითადად „პერესტროიკის“ პერიოდში აიგო, ახლა სხვა ნაგებობებშია ჩაკარგული. კომუნისტური ტერორის მსხვერპლთა ერთიანი სახელმწიფო მონუმენტი - ან მუზეუმი - რუსეთში არ არსებობს, ისევე როგორც, სატერის აზრით, არ არსებობს ეროვნული კონსენსუსი ამ ტრაგედიის დაგმობისა და მის გამო გაბრაზების ირგვლივ.
სატერის წიგნში აღწერილია მოსკოვის ასობით ადგილი, რომლებსაც თავის დროზე საბჭოთა უშიშროება მკვლელობებისა და სიკვდილით დასჯისთვის იყენებდა. ავტორი წერს, რომ ამ ადგილებიდან უმეტესობას დღეს არც შესაბამისი წარწერა აქვს და არც სხვა რაიმე ფორმით არის აღნიშნული მისი სისხლიანი წარსული.
მაგალითად, ნიკოლსკაიას ქუჩის 23 ნომერში მდებარე შენობა, სადაც 35,000 ადამიანს მიუსაჯეს სიკვდილი, მალე ახალი გასართობი კომპლექსის ნაწილი გახდება.
სატერი წერს რესტორანზეც, რომელიც საბჭოთა უშიშროების ფიგურებს ერთგვარ გასართობ საგნებად აქცევს. ავტორი რესტორნის მფლობელს გასაუბრებია და მისგან დიდწილად ტიპიური, სიმპტომატური პასუხი მიუღია:
„რესტორანში შესვლისას პირველად თვალში [კაგებეს ყოფილი შეფის და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, იური] ანდროპოვის თეთრი ბიუსტი მოგხვდებოდათ, ყვავილებით შემკული, ისევე როგორც უშიშროების სტრუქტურების სხვა ყოფილი ლიდერების - მათ შორის, ყველაზე სისხლიანი და ულმობელი ინდივიდებისა - [ლავრენტი] ბერიასა და [ნიკოლაი] ეჟოვის. შიგნით შევედი და მენეჯერს გავესაუბრე - ვკითხე, რაიმე უხერხულობას თუ გრძნობდა ამ პორტრეტების გამოკიდებით. მისი პასუხი რუსეთის საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის საკმაოდ ტიპიური იყო. მან მითხრა, მაშინდელი ამბების დღევანდელი სტანდარტებით განსჯა შეუძლებელია, მაშინ სხვანაირი ისტორიული გარემო იყო და სხვა საჭიროებებიო.“
სატერის აზრით, ანტიკომუნისტური განწყობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოიტანა, ფაქტობრივად, დასამარდა 2005 წელს, როცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: საბჭოთა კავშირის დაშლა „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ იყოო.
სატერის თქმით, ის, რომ რუსეთის საზოგადოება საბჭოთა წარსულის მორალურად გასააზრებლად საკმარის ნებას და მზაობას არ ავლენს, პუტინის მიზნებს კარგად ეხმიანება. საბჭოთა დანაშაულებზე საუბარი ხომ სწორედ ამ ლიდერის პირობებში ჩაჩუმდა და ის, პირიქით, წარსულის განდიდებით იქნა ჩანაცვლებული.
ავტორის აზრით, დროთა განმავლობაში რუსეთის საზოგადოებას წარსულთან გამკლავება კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება. ახლა თუ არაა იმის ნება, რომ აღნიშნონ მასობრივი სამარხები, პატივი მიაგონ მსხვერპლთ, გაასამართლონ ჯალათები, მაშინ 5, 10, 15 წლის შემდეგ საამისოდ კიდევ უფრო ნაკლები ინტერესი იქნებაო, ამბობს ის.
დევიდ სატერის წიგნი აშშ-ში 13 დეკემბერს გამოვიდა.

ვფიქრობ, ამას რუსეთში ფსიქოლოგიური ცვლილებები დასჭირდება, მენტალური ცვლილებები. ჩემი აზრით, რუსეთის ხალხისგან ძალისხმევა დასჭირდება ინდივიდის მთლიანობის [იდეის] დაცვას...

რესტორანში შესვლისას პირველად თვალში [კაგებეს ყოფილი შეფის და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, იური] ანდროპოვის თეთრი ბიუსტი მოგხვდებოდათ, ყვავილებით შემკული ...