Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიხსნა საქართველოსა და ევროკავშირის მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ


დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში და ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ოფიციალურად გახსნეს საქართველოსა და ევროკავშირის მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ რადიო თავისუფლებას ბრიუსელიდან აცნობა, რომ მოლაპარაკების ტექნიკური ნაწილი მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება. ”შედეგად ჩვენ გვექნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირსა და მის ერთიან ბაზართან და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას”, - განაცხადა თამარ კოვზირიძემ. მისივე თქმით, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მოლოდინია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება წარიმართება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
XS
SM
MD
LG