აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის, 2007 წელს ირანში უგზო-უკვლოდ გამქრალი რობერტ ლევინსონის ოჯახის წევრებმა დღეს მის გამტაცებლებს საჯაროდ მიმართეს თხოვნით და პირველად გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც მათგან მიღეს. ჩანაწერში, რომელიც ოჯახმა 2010 წლის ნოემბერში იმეილით მიიღო, ლევინსონი აშშ-ის მთავრობას სთხოვს შეასრულოს მისი გამტაცებლების მოთხოვნები. ლევინსონი ირანში კერძო გამომძიებლის ფუნქციით იყო ჩასული. ჩანაწერში ის ამბობს, რომ კარგად ექცევიან და აშშ-ის მთავრობას სთხოვს, დამეხმარეთ, რომ სახლში დავბრუნდეო. ვიდეოჩანაწერმა და ფოტოებმა, რომლებიც მისმა ოჯახმა შარშან მიიღო, უგზო-უკვლოდ დაკარგვის საქმე გადაზარდა უცნობ გამტაცებელთან კონფლიქტში. ლევინსონის დაბრუნების მიზნით გატარებული დიპლომატიური ზომები შეწყდა, აშშ-სა და ირანის ურთიერთობების გაუარესების ფონზე.
ყველაზე პოპულარული
1