Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება


ეგვიპტეში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ორდღიანი არჩევნების შედეგად გაირკვევა 52 მანდატის ბედი. მანდატებისთვის უმეტესად ის კანდიდატები იბრძოლებენ, ვინც პირველ ტურში გაიმარჯვა. ჯერჯერობით ლიდერობს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია, რომელიც ”მუსულმანთა საძმოს” მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ეგვიპტელმა რეფორმატორმა პოლიტიკოსმა მუჰამედ ელ-ბარადეიმ გამოთქვა შეშფოთება არჩევნებში ლიბერალური პარტიების წარუმატებლობის გამო. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გასულ კვირაში ჩატარდა. კომპლექსური საარჩევნო პროცესი იანვრის ბოლოსთვის დასრულდება. ინდივიდუალური კანდიდატები 498 ადგილიან პარლამენტში ერთ მესამედს დაიკავებენ. დანარჩენი ორი მესამედი საარჩევნო სიებით გამარჯვებულთა ხელში გადავა.
XS
SM
MD
LG