Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში გრძელდება შეტაკებები


ტაჰრირის მოედანი
ტაჰრირის მოედანი
ეგვიპტიდან იუწყებიან, რომ დედაქალაქის ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანზე გრძელდება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები.

ათასობით ადამიანი რჩება მოედანზე მიუხედავად ეგვიპტის სამხედრო მმართველების დაპირებისა, რომ დააჩქარებენ სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლას. სამშაბათს მარშალმა ჰუსეინ ტანატავიმ, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყნის მმართველ სამხედრო საბჭოს, პირობა დადო, რომ დააჩქარებს ახალი პრეზიდენტის არჩევნების პროცესს, რათა ის 2012 წლის პირველ ნახევარში ჩატარდეს. მანამდე სამხედრო საბჭო აპირებდა ხელისუფლების სათავეში დარჩენას 2012 წლის მიწურულამდე, ან 2013 წლამდე. მაგრამ ტაჰრირის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა უარყვეს ტანტავის შეთავაზება - მათი მოთხოვნაა, რომ სამხედროებმა დაუყოვნებლივ გადასცენ ძალაუფლება დროებით სამოქალაქო საბჭოს.

როგორც იუწყებიან, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება დემონსტრანტების სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს, ეგვიპტეში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები - პირველი არჩევნები თებერვალში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG