„რუსი დიპლომატები ფულის ჩემოდნებით დაწანწალებენ მთელ მსოფლიოში საქართველოს რეგიონების აღიარებისთვის, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის წარმოუდგენელი დარტყმა მათ მზაკვრულ გეგმებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებულ ტელემიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი რეზოლუციის შემდეგ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ევროპა არასდროს აღიარებს რუსულ ოკუპაციას, როგორც ლეგალურ, კანონიერ აქტს. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით დღეს რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამგვარი პოზიცია დაფიქსირდა დოკუმენტში, რომელიც კშიშტოფ ლისეკის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე მიიღეს. ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს და აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ყველაზე პოპულარული
1