Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წარმატებად აფასებს ვმო-ს თაობაზე მოლაპარაკების შედეგს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის დიპლომატიის სერიოზულ წარმატებად შეაფასა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად დაწყებული მოლაპარაკების შედეგი. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პირველად ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს სრული ინფორმაცია რუსეთთან საზღვარზე ტვირთბრუნვის შესახებ. მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს მეგობრების აქტიური მონაწილეობით რუსეთი ხანგრძლივი ყოყმანის მიუხედავად დათანხმდა შვეიცარიის წინადადებას და ამჟამად გადასაწყვეტია მხოლოდ ტექნიკური, პროცედურული საკითხები.
XS
SM
MD
LG