თბილისში საქართველოსა და აშშ-ის კონსულტაცია მიმდინარეობს. მის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ კონსულტაციის თემაა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების გარშემო არსებული სიტუაცია და ევროპის უსაფრთხოება. აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე როუზ გიუტ მიულერი ხელმძღვანელობს.
ყველაზე პოპულარული
1