ქართული ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიას რუსეთის ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდება სურს - ამის შესახებ, როგორც სააგენტოები რია-ნოვოსტი და ინტერფაქსი იუწყებიან, დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ. მისივე თქმით, გასულ კვირაში ამ კომპანიებისგან მიიღო „გარკვეულწილად ოფიციალური წინადადება“. ონიშჩენკომ აღნიშნა, რომ თუ ქართული ღვინის მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის ხარისხიანობას დაამტკიცებენ, რუსეთი მათ არანაირ შეფერხებას არ შეუქმნის. ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, აუცილებელია ქართული საწარმოების დათვალიერება, რაც 2006 წლის შემდეგ აღარ მომხდარა და მათი პროდუქციის სინჯების შემოწმება, რის შემდეგაც რეგისტრაციის საკითხი გადაწყდება. ონიშჩენკოს ინფორმაციით, ქართველ მეღვინეებთან ბოლო კონსულტაცია ორი კვირის წინ გაიმართა. კონკრეტული კომპანიები რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს არ დაუსახელებია.
ონიშჩენკო: ქართული ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიას რუსეთის ბაზრებისთვის პროდუქციის მიწოდება სურს
ყველაზე პოპულარული
1