არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ქართველმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა საზღვარი ერთად გადავლახეთ. 20 წუთიანი გასაუბრების შემდეგ ადგილობრივმა მესაზღვრეებმა ჩვენს პასპორტებში ბეჭედი ჩაარტყეს. ერჯანის აეროპორტიდან გეზი ქალაქ ფამაგუსტასკენ ავიღეთ, თურქულად მას გაზიმაგუშა ჰქვია. პირველი, რამაც გაგვაკვირვა, ის იყო, რომ მანქანები აქ მარცხენა მხარეს მოძრაობენ. ეს ტრადიცია ბრიტანული კოლონიზაციიდან შემორჩა, რომელიც 1959 წლამდე გრძელდებოდა. მოგვიანებით სასტუმრო „სკაი ვენუსში“ ოსი კოლეგები შემოგვიერთდნენ. ქალაქ ფამაგუსტას უნივერსიტეტში სამშვიდობო ჟურნალისტიკის მიმართულებით ტრენინგი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას.
ორგანიზატორებს ტრენინგის ჩასატარებლად ჩრდილოეთი კვიპროსი შემთხვევით არ შეურჩევიათ. ცოტა რამ ამ არაღიარებული რესპუბლიკის ისტორიიდან: კვიპროსი ორ - ბერძნულ და თურქულ - ნაწილადაა გაყოფილი. ეთნიკურ ნიადაგზე შეიარაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის 1963 წლიდან იწყება. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალები გადასხა და ოკუპაცია მოახდინა. ამ დროს ქალაქ ფამაგუსტადან ბერძნული მოსახლეობა იქნა ევაკუირებული. ამ ქალაქში არსებობს კვარტალი ვაროშა. იგი „მოჩვენებათა ქალაქის“ სახელითაა ცნობილი. ოკუპაციის შემდეგ თურქებმა იგი დაკეტეს და იქ დღემდე ხელუხლებელია ყველაფერი. ბერძნებს დაბრუნების საშუალება არა აქვთ, კვარტალში ჟურნალისტებს არ უშვებენ და შორიდანაც კარგად ჩანს, რომ უსულო ქალაქი თვითონვე ნადგურდება. კვიპროსში ჩასვლის პირველივე დღეს ვაროშის შესასვლელთან მიგვიყვანეს, გადაღება აკრძალული გვაქვს. ვაროშაში 38 წელია ადამიანი არ შესულა და იქიდან არავის არაფერი წამოუღია. ორიოდე ფოტოს გადაღება მოვახერხე, კორპუსებს ომის კვალი დღემდე ეტყობა.
ფამაგუსტას ერთი ლეგენდაც უკავშირდება. ქალაქში მდებარეობს ოტელოს კოშკი. გადმოცემის თანახმად, ოტელოსა და დეზდემონას ტრაგედია, რომელიც შექსპირმა თავისი ნაწარმოების სიუჟეტად გამოიყენა, სწორედ აქ დატრიალდა. ტრაგედია,ძალადობა, სისასტიკე, ომი და სისხლისღვრა, კვიპროსის მსგავსად, მოგვიანებით კავკასიაშიც გამოსცადეს.
ძალადობიდან მშვიდობისკენ! - ამ მოწოდებით დაიწყეს შეხვედრა სამშვიდობო ჟურნალისტიკის ტრენინგის მონაწილეებმა. ჟურნალისტებმა საერთო ენა ადვილად გამონახეს. მათ ერთობლივ ინიციატივებზე და პროექტებზე დაიწყეს ფიქრი. ტრენინგის დასასრულს კონკრეტულ პროექტებს განიხილავენ. სოხუმელი ფოტორეპორტიორის იბრაჰიმ ჭკადუას აზრით, ჟურნელისტები არ უნდა იქცნენ პოლიტიკოსების პროპაგანდისტულ იარაღად და მათ მხოლოდ საზოგადოების სასარგებლოდ უნდა იმუშაონ.
„ჟურნალისტები ხშირად პოლიტიკოსების ხელში იარაღად იქცევიან ხოლმე. დანა შესაძლოა ხულიგანსაც ჰქონდეს, რომელსაც ზიანის მოტანა შეუძლია და სკალპელიც აქვს ქირურგს, რომელიც კონკრეტულ პრობლემას წყვეტს. ამ ვითარებაში შეიძლება ქირურგებიც გავხდეთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის ასეთი სახის პრობლემებს მოხსნის“, განაცხადა იბრაჰიმ ჭკადუამ.
უცხოელი ტრენერების აზრით, სამშვიდობო ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული არაფერია - არსებობენ კარგი და ცუდი ჟურნალისტები. პროფესიული სტანდარტის დაცვა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და საზოგადოების სამსახურში ყოფნაა მნიშვნელოვანი. სტუდია „რეს“ ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე მიიჩნევს, რომ ფამაგუსტაში პროფესიონალების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების გუნდი შეიკრიბა და მათ საზოგადოებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.
ცხინვალელი ბლოგერი მარია პლიევა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია და, პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს. მისი აზრით, ჟურნალისტებს შორის უნდა ამაღლდეს ნდობა, რაც მედიაპროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
„როცა ჟურნალისტებს შორის ნდობაა, ისინი უკვე ადვილად გადაამოწმებენ ერთმანეთში ინფორმაციას, რათა ორიენტაცია ჭორებზე და იმ პოლიტიკოსებზე არ აიღონ, რომლებიც იტყუებიან. მე, მაგალითად, არაფერს ვკითხავ ქართველ ჟურნალისტს იმაზე, თუ რა მოხდა საქართველოში, თუ იგი არ მეცნობება“, –ამბობს მარია პლიევა.
ტრენინგის ორგანიზატორები არიან კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი. კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, ურთიერთგაგება სწრაფად ყალიბდება, რადგან ასეთ შეხვედრებზე პოლიტიკური საკითხები არ განიხილება.
”განწყობა ძალიან დადებითია, მონაწილეები კარგად კომუნიცირებენ ერთმანეთთან. მათ არა აქვთ ურთიერთგაგების პრობლემა ბევრ საკითხზე. ჩვენ პოლიტიკურ პრობლემებს არ ვეხებით. ვეხებით ურთიერთობას და იმ საკითხებს, რომლებიც უნდა იყოს განვითარებული“, – ამბობს გიორგი ხუციშვილი.
პროექტის დონორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (COBERM) და გერმანიის მარშალის ფონდი ამერიკაში. კავკასიელი ჟურნალისტები ქალაქ ნიქოზიაშიც ჩავლენ. ეს ქალაქიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, წინასწარი ინფორმაციით, ბუფერულ ზონაში მოვხვდებით, სადაც გადაღების პრობლემა არ შეიქმნება.
ჟურნალისტები ხშირად პოლიტიკოსების ხელში იარაღად იქცევიან ხოლმე...

განწყობა ძალიან დადებითია, მონაწილეები კარგად კომუნიცირებენ ერთმანეთთან. მათ არა აქვთ ურთიერთგაგების პრობლემა ბევრ საკითხზე...