რუსეთში გამომძიებლები აცხადებენ, რომ დააპატიმრეს პოლიციის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამასთან, გამომძიებლების განცხადებით, მალე მათ, შესაძლოა, მკვლელობის დამკვეთსაც მიაგნონ.
რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის თქმით, მოსკოვის პოლიციის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი პავლიუჩენკოვი სამშაბათს, 23 აგვისტოს, დააკავეს. ის 2006 წელს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი - მათ შორის, იმ სამი ჩეჩენი კაცის დაქირავებაში, რომლებიც ასევე დაკავშირებული არიან ამ საქმესთან:
„თანხის სანაცვლოდ პავლიუჩენკოვმა მიიღო პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზების შეკვეთა. მან შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ სამი ძმა მაჰმუდოვები და ასევე სხვა პირები.“
მარკინმა დასძინა, რომ, არსებული ვარაუდით, მკვლელობის მომზადების პროცესში პავლიუჩენკოვმა, რომელიც იმჟამად პოლიციის ერთ-ერთ სადამკვირვებლო უწყებას ხელმძღვანელობდა, პოლიტკოვსკაიას გადაადგილების შესწავლის მიზნით თავისი ქვეშევრდომები დაიხმარა:
„პავლიუჩენკოვმა, რომელიც იმჟამად მოსკოვის პოლიციის დეპარტამენტის მეოთხე ოპერატიულ-საგამოძიებო განყოფილების სადამკვირვებლო უწყებას ხელმძღვანელობდა, თავის ქვეშევრდომებს დაავალა თვალყური ედევნებინათ ჟურნალისტის გადაადგილებისთვის და დაედგინათ ქალაქში მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტები და დრო. შემდეგ პავლიუჩენკოვმა შეიძინა იარაღი, შეიმუშავა გეგმა და ყველა თანამზრახველს განუსაზღვრა როლი ამ მკვლელობის მომზადებისა და აღსრულების პროცესში."
გავრცელებული ვარაუდით, პავლიუჩენკოვმა უშუალოდ გადასცა მკვლელობის იარაღი რუსტამ მახმუდოვს - კაცს, რომელიც ზაფხულის დასაწყისში დააკავეს, როგორც მკვლელობის უშუალო აღსრულებაში ეჭვმიტანილი.
პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, მისი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ის 48 წლის იყო. მანქანიდან ნაყიდი სურსათი გადმოიტანა და სახლში შედიოდა. მას მაყუჩიანი იარაღით ოთხი ტყვია ესროლეს. მკვლელობის საქმე უკვე 5 წლის არის. ამ ხნის მანძილზე გამოძიების პროცესში რამდენიმე ამბავი მოხდა. მაჰმუდოვის ორ ძმას - ჯაბრაილს და იბრაგიმს - 2009 წელს პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან კავშირის ბრალდება მოუხსნეს, კიდევ ერთ კაცთან, ყოფილ პოლიციელ სერგეი ხაჯიკურბანოვთან ერთად. მაგრამ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ისევ პროკურორებს დაუბრუნა, რომლებმაც იმავე ეჭვმიტანილების ირგვლივ ხელახალი გამოძიება დაიწყეს და მოგვიანებით რუსტან მახმუდოვი დააკავეს, მკვლელობის უშუალოდ აღსრულების ბრალდებით.
„ნოვაია გაზეტას“ ცნობით, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ირგვლივ პირველ სასამართლო პროცესზე პავლიუჩენკოვი ბრალდების საიდუმლო მოწმე იყო და ის დახურულ სხდომაზე დაკითხეს. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ახლა, როცა პავლიუჩენკოვი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს, გამომძიებლებმა, შესაძლოა, დამკვეთსაც მიაკვლიონ.
გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი, ანა პოლიტკოვსკაია, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე წერდა და როგორც კრემლის, ისე ჩეჩნეთის მთავრობის მწვავე კრიტიკოსი იყო. ჟურნალისტი, რომელსაც თავისი საქმიანობისთვის არაერთი საერთაშორისო პრემია ჰქონდა მიღებული, უნიკალურ ინფორმაციას ავრცელებდა - დეტალურად და თანაგრძნობით აღწერდა ადამიანების ტანჯვას როგორც ფედერალური ძალების ხელში, ისე რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ძალაუფლების პირობებში.
ახლა, როცა მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ყურადღება, შესაძლოა, ბევრად უფრო რთულ და მნიშვნელოვან შეკითხვაზე გადავიდეს - ვინ და რატომ შეუკვეთა ეს მკვლელობა. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკინმა, დღეს განაცხადა, რომ გამომძიებლები ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას პირზე, ვინც, შესაძლოა, დაუკვეთა მკვლელობა, თუმცა დასძინა, რომ ჯერჯერობით ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება „ნაადრევი იქნებოდა“. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ სკეპტიკურად უყურებენ გამომძიებლების განცხადებას, რომ შემკვეთების, ანუ „ზაკაზჩიკების“, ვინაობას გაამჟღავნებენ.
„ხმამაღალი განცხადებების, როგორც წესი, არ მჯერა ხოლმე“, - უთხრა სააგენტო ინტერფაქსს მოძრაობა „ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ლევ პონომარიოვმა. „ჩემი ეჭვით, „ზაკაზჩიკის“ ვინაობა წინასწარ განსაზღვრულად დარჩებაო“.