სირიელი აქტივისტები გამოდიან მოწოდებით, მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართოს მეჩეთებში დღევანდელი, პარასკევის ლოცვის შემდეგ. ეს მოწოდება ვებსაიტებზე გაავრცელეს აქტივისტებმა, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ინტერნეტით მას შემდეგ, რაც სირიაში მარტის შუა რიცხვებში დაიწყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო დემონსტრაციები. ბოლო დღეებში უშიშროების ძალებმა გააძლიერეს დემონსტრანტების მიმართ რეპრესიები, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ცენტრალური სირიის ქალაქ ჰამაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოუწოდა ევროპის და არაბულ სახელმწიფოებს, მეტ ზომას მიმართონ სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. კლინტონმა ასადის რეჟიმი დაადანაშაულა 2000-ზე მეტი ადამიანის დახოცვაში.
ყველაზე პოპულარული
1