შიდა ქართლში მცხოვრები ოსური და შერეული ოჯახების წარმომადგენლები შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ოფისში, სადაც „შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი და ოსი ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი იყო ახლაგაზრდების მობილიზაცია, მათი სამშვიდობო პროცესებში ჩართვა, რაც რეგიონში სამშვიდობო პროცესის განვითარებასა და ქართულ და ოსურ თემთა შორის დიალოგს უწყობს ხელს.
შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ყველაზე დიდი ტრავმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სწორედ შერეული ოჯახების წარმომადგენლებმა მიიღეს. დღემდე ასეთი ოჯახების წარმომადგენლები ვერ ნახულობენ ეგრეთ წოდებული საზღვრის მიღმა მყოფ ნათესავებს და, გარდა ამისა, ჰუმანიტარული და ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშეც დგანან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური აცხადებს, რომ პროექტი შედეგიანია, რადგან ქართველი და ოსი ახალგაზრდები ერთობლივ პროექტებს ქმნიან და ერთად ცდილობენ რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას.
„შედეგი არის ის, რომ დღეს ეს ახალგაზრდობა ზის და პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე მუშაობს, მსჯელობს და ცდილობს გამონახოს გადაწყვეტის გზები. ის მესიჯები, რომლებიც ამ ახალგაზრდებისგან მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მეგი ბიბილური.
ქართველი და ოსი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტში მარი კაძილოვი თავიდანვე ჩაერთო, დაესწრო არაერთ ტრენინგს, მონაწილეობა მიიღო პროექტის ფარგლებში არსებულ საგაზაფხულო სკოლაში, სადაც ახალგაზრდებმა დამატებითი უნარ-ჩვევები შეიძინეს, ისწავლეს პროექტების წერა. მარი ამბობს, რომ თავიდან კომპლექსი ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში განათლება და გამოცდილება შეიძინა.
„თავიდან ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი, 5-დღიან სკოლაში მე ცოდნა შევიძინე, ბევრი რაღაცა გავიგე. შესაძლებლობა გვქონდა, რომ, მაგალითად, წყლის პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალისტებს შევხვედროდით, რაც დადებითად აისახა ჩვენს საერთო განათლებაზე“, - ამბობს მარი კაძილოვი.
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებმა სამშვიდობო-საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც რეკომენდაციებზე მუშაობს, ამ რეკომენდაციებს კი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებსა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილე მხარეებს გაუგზავნიან. ახალგაზრდები, პირველ რიგში, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებასა და მეზობელ ქართულ-ოსურ სოფლებში მიმოსვლის გამარტივებას მოითხოვენ. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი აცხადებს, რომ შერეული ოჯახების სამშვიდობო პოტენციალი პოლიტიკოსების მიერ ბოლომდე გამოყენებული არ არის. გარდა ამისა, მისი აზრით, პოლიტიკოსების მიერ კონფლიქტებიც არასწორადაა გაგებული.
„დომინირებდა და დომინირებს ისეთი ფორმატები, როგორიცაა ქართულ-ოსური და ასე შემდეგ, რაც თავისთავად არის უზნეო, იმიტომ რომ, აი, ამ პოლიტიკის მატარებლებმა წარმოადგინეს ეს კონფლიქტი ისე, რომ ეს კონფლიქტი არის ქართველებსა და ოსებს შორის, რაც სიცრუეა. ეს არის იდეოლოგიური კონფლიქტი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ვინც ოსური წარმოშობისაა, არ არის სეპარატისტი და არიან ქართველები, ვინც სეპარატიზმს პირდაპირ თუ ირიბად უჭერენ მხარს. ამიტომ კონფლიქტის მხარეებად ქართველების და ოსების დადგენა, ეს არის პირველი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული, და ჩვენი უვიცი პოლიტიკოსები ავრცელებენ და ამკვიდრებენ ამ ცრუ კონფლიქტს. ამიტომ ჩვენ შემოვიღეთ მცნება ფსევდოკონფლიქტის და კვაზისამშვიდობო პროცესების.
სამშვიდობო პროცესში შერეული ოჯახების წარმომადგენლების ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ტალიავინის კომისიამ მილიონ შვიდასი ათასი ევრო დახარჯა ცრუ დოკუმენტის შექმნაზე და ამათზე არსად არაფერი წერია, რომ ესენი არიან მსხვერპლნი ამ კონფლიქტის. შერეული ოჯახები ყველა მხრიდან განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ და სხვა ტიპის ზეწოლას“, - ამბობს ალექსანდრე რუსეცკი.
ქართველი და ოსი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „ქართლოსი“, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ეროვნული კომიტეტი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ადმინისტრირებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა.

ის მესიჯები, რომლებიც ამ ახალგაზრდებისგან მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია...

კონფლიქტის მხარეებად ქართველების და ოსების დადგენა, ეს არის პირველი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული...
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებმა სამშვიდობო-საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც რეკომენდაციებზე მუშაობს, ამ რეკომენდაციებს კი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებსა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილე მხარეებს გაუგზავნიან. ახალგაზრდები, პირველ რიგში, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებასა და მეზობელ ქართულ-ოსურ სოფლებში მიმოსვლის გამარტივებას მოითხოვენ. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი აცხადებს, რომ შერეული ოჯახების სამშვიდობო პოტენციალი პოლიტიკოსების მიერ ბოლომდე გამოყენებული არ არის. გარდა ამისა, მისი აზრით, პოლიტიკოსების მიერ კონფლიქტებიც არასწორადაა გაგებული.
„დომინირებდა და დომინირებს ისეთი ფორმატები, როგორიცაა ქართულ-ოსური და ასე შემდეგ, რაც თავისთავად არის უზნეო, იმიტომ რომ, აი, ამ პოლიტიკის მატარებლებმა წარმოადგინეს ეს კონფლიქტი ისე, რომ ეს კონფლიქტი არის ქართველებსა და ოსებს შორის, რაც სიცრუეა. ეს არის იდეოლოგიური კონფლიქტი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ვინც ოსური წარმოშობისაა, არ არის სეპარატისტი და არიან ქართველები, ვინც სეპარატიზმს პირდაპირ თუ ირიბად უჭერენ მხარს. ამიტომ კონფლიქტის მხარეებად ქართველების და ოსების დადგენა, ეს არის პირველი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული, და ჩვენი უვიცი პოლიტიკოსები ავრცელებენ და ამკვიდრებენ ამ ცრუ კონფლიქტს. ამიტომ ჩვენ შემოვიღეთ მცნება ფსევდოკონფლიქტის და კვაზისამშვიდობო პროცესების.
შერეული ოჯახები ყველა მხრიდან განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ და სხვა ტიპის ზეწოლას...