სერბიამ გამოაცხადა, რომ დააპატიმრეს გორან ჰაჯიჩი, გაეროს სამხედრო ტრიბუნალის მიერ ძებნილი, ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი, იუგოსლავიის ომების დროს ხორვატიაში სერბთა ყოფილი ლიდერი.
სერბიის პრეზიდენტმა ოთხშაბათს გამოაცხადა ჰაჯიჩის დაპატიმრების შესახებ. საგანგებო პრესკონფერენციაზე ბორის ტადიჩმა ასე ამცნო ეს ამბავი ჟურნალისტებს :
„დღეს დილას, 8 საათსა და 24 წუთზე, გორან ჰაჯიჩი ფრუსკა გორას რეგიონში დააკავეს, რითაც სერბიამ დაასრულა ჰააგის ტრიბუნალთან თავისი თანამშრომლობის ყველა ურთულესი ეპიზოდი.“
ჰაჯიჩს სულ მალე გადასცემენ ყოფილი იუგოსლავიის საკითხების შემსწავლელ გაეროს ომის დანაშაულთა ტრიბუნალს. 52 წლის ჰაჯიჩის ძებნა გამოცხადდა 2004 წელს, როცა მის მიმართ საქმე აღიძრა ომის, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლებით. მის მიმართ წაყენებული ბრალდება 14 პუნქტს შეიცავს. დანაშაულები ჩადენილია 1991-1995 წლებში ხორვატიაში ომის დროს. ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ეპიზოდია 1991 წელს ვუკოვარში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა, როცა 250 ადამიანი დახოცეს. იუგოსლავიის სისხლიანი კონფლიქტების დროს ეს ერთ-ერთი პირველი ასეთი ეპიზოდი იყო. ხორვატიის კონფლიქტში ათი ათასი ადამიანი დაიხოცა, სანამ, 1995 წელს, ხორვატიის ძალები თავის კონტროლს არ აღადგენდნენ სერბთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. ჰაჯიჩის დაპატიმრება მოჰყვა ორი თვის წინ ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაურის, რატკო მლადიჩის დაკავებას. ამ ორი დაპატიმრების შემდეგ სერბიას უკვე თამამად შეუძლია ევროკავშირში თავის ინტეგრაციაზე იფიქროს და წელს უკვე განცხადება შეიტანოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ევროკავშირის ოფიციალური პირები მიესალმნენ ჰაჯიჩის დაკავებას, მას სერბიის მიერ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს ევროპული პერსპექტივის განხორციელების გზაზე. ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ სერბიის სახელმწიფო ამჟამად წარსულთან დაპირისპირებისა და უკეთესი ევროპული მომავლის ფურცელს შლის. ჰაჯიჩი 2004 წელს ერთხელ უკვე დააკავეს, მაგრამ, სავარაუდოდ, სერბიის უშიშროების სამსახურში კონტაქტებმა მას გაქცევის საშუალება მისცა. მისი დაპატიმრების შემდეგ ჰააგის ტრიბუნალმა სია, რომელშიც ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 161 პირი ჰყავდა შეყვანილი, დახურა. პრეზიდენტმა ტადიჩმა განაცხადა, რომ ჰაჯიჩის დაკავებით დასრულდა ხანგრძლივი პროცესი:
„სერბია გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და, ამავე დროს, მსურს დავადასტურო, რომ გორან ჰაჯიჩის დაპატიმრებით შევასრულეთ ჩვენი იურიდიული და მორალური ვალდებულებები.“