ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ავღანეთს ჰპირდება ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, ამ ქვეყანაში ბრიტანელების სამხედრო კონტინგენტის შემცირების ფონზე. როგორც კამერონმა განაცხადა ქაბულში, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ წელს და გაისად ავღანეთს დატოვებს ბრიტანეთის ჯარების ნაწილი, ხოლო 2014 წლის მიწურულს ბოლო მოეღება საბრძოლო ოპერაციებში ბრიტანელების მონაწილეობას, ლონდონს ექნება გრძელვადიანი ურთიერთობა ქაბულთან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იქვე წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთში სამხედრო აკადემიის შექმნას, არმიის გასაწვრთნელად.
ყველაზე პოპულარული
1