მიმდინარე კვირაში საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა უცხოეთის პრესაში.
ორშაბათს, 6 ივნისს, თურქეთში გამომავალ „ჰურიიეთში“, სააგენტო ფრანს-პრესზე დაყრდნობით, დაიბეჭდა წერილი, სათაურით „სააკაშვილი ამბობს, რომ ქართველ რადიკალებს რუსეთი აფინანსებს“. სტატიაში განხილულია ინტერვიუ, რომელიც სააკაშვილმა რუსეთში გამომავალ ყოველკვირეულ ჟურნალ „ნიუ ტაიმსს“ მისცა. როგორც სააკაშვილი ამ ინტერვიუში ამბობს, „ზოგადად ეჭვგარეშეა“, რომ მაისის საპროტესტო აქციების მომწყობ ოპოზიციის ლიდერებს რუსეთი აფინანსებს. საქართველოს მთავრობა მალე წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ რადიკალურ, რევოლუციის მოსურნე ოპოზიციას, სამწუხაროდ, მართლაც მოსკოვი აფინანსებდაო, - უთქვამს სააკაშვილს. „მიუხედავად უფლებადამცველების მხრიდან გამოთქმული კრიტიკისა, რომ სპეცრაზმმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, სააკაშვილი იცავს თავის გადაწყვეტილებას, დაეშალა დემონსტრანტები, რომლებიც ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი და აცხადებდნენ, რომ სამხედრო აღლუმის წარმოდგენას ჩაშლიდნენ. ‘არ ვთვლი, რომ ეს სისასტიკით მოხდა... ჩვენ საქმე გვქონდა ხალხთან, ვისაც ძალადობა სურდა’, - თქვა სააკაშვილმა“.
3 ივნისს „ვაშინგტონ ტაიმსში“ დაიბეჭდა ამერიკელი გენერალ-მაიორის, თეთრ სახლთან მოქმედი უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრის, ბრუს ლოულორის სტატია, სათაურით „კონტრაბანდისტები ყურადღებას, სავარაუდოდ, შავი ზღვის რეგიონზე შეაჩერებენ“. სტატია ასე იწყება: „ტერორისტები ოდესმე თუ მოახერხებენ ატომური ბომბის შოვნას ან ამ ბომბის შესაქმნელად საჭირო მასალების მოპოვებას, ეს, სავარაუდოდ, შავ ზღვასთან მდებარე ადგილებში მოხდება. ეს რეგიონი, რომელიც მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას და შუა აზიას, გამოირჩევა ეთნიკური და კულტურული დაძაბულობით, სუსტი სამთავრობო სტრუქტურებით, მზარდი ნაციონალიზმით, რესურსებისთვის ინტენსიური ბრძოლით, განმაცალკევებელი გეოგრაფიით, კამათის საგნად ქცეული საზღვრებით, ერთმანეთთან დაპირისპირებული გარეშე, ძლიერი ქვეყნების ინტერესებით, ისლამისტური ტერორიზმით და გაჭიანურებული კონფლიქტებით. ეს ხელსაყრელი ადგილია ტერორისტებისთვის, რომლებსაც მასობრივი განადგურების იარაღის შოვნა სურთ.“ ავტორი განაგრძობს: „აშშ-ს მსხვილი ინვესტიციები აქვს ჩადებული ამ რეგიონის ქვეყნებში, რათა მათ გაეძლიერებინათ თავიანთი ბირთვული უსაფრთხოება. ამ მცდელობამ, ძირითადად, ნაყოფი გამოიღო. ადგილები, სადაც ბირთვული იარაღი ინახება, კარგადაა დაცული. პაკისტანის გარდა, საფრთხე, რომ ტერორისტები რეგიონში ბირთვულ ბომბს ჩაიგდებენ ხელში, შემცირებულია. თუმცა არსებობს სხვა საშიშროება, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ლაპარაკია მზარდ კავშირებზე ბირთვულ სფეროში მომუშავე და ორგანიზებული დანაშაულის ქსელში ჩართულ პირებს შორის მსოფლიოს ამ მღელვარე რეგიონში.“ ბირთვული მასალებით კონტრაბანდის მაგალითად ავტორს 2006 წელს საქართველოში მომხდარი შემთხვევა მოჰყავს, როცა პოლიციამ მაღალგამდიდრებული ურანის გაყიდვის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. ავტორი შემთხვევას დეტალურად განიხილავს და ასკვნის, რეგიონში საქმე გამოცდილ საერთაშორისო კონტრაბანდისტებთან გვაქვსო.
8 ივნისს „მოსკოუ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ნიკოლაუს ფონ ტვიკელის სტატია, სათაურით „როგორ გაღიარონ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“. წერილში მოთხრობილია გაურკვევლობაზე, რომელიც ვანუატუს მხრიდან აფხაზეთის დემოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას - თუ არაღიარებას - ახლდა თან. როგორც იცით, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს პირველად, შემდეგ კი გაეროში ვანუატუს ელჩმა აღიარება უარყო. 23 მაისს კი დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გაზეთ „კომერსანტის“ გზით აღიარების შესახებ ხელშეკრულების ასლი გაავრცელეს. სტატიაში ვკითხულობთ: „დამოუკიდებლობის ეს ფიასკო ნათლად წარმოაჩენს იმ მცდელობას, რომელსაც აფხაზეთი და მისი რამდენიმე მოკავშირე მიმართავენ აღიარების მისაღწევად და იმ ნაბიჯებს, რომელზე წასასვლელადაც საქართველო და მისი ბევრი მოკავშირე არიან მზად ამის დაბლოკვის მიზნით. ხშირია გაბრაზებული განცხადებები და ტყუილის თქმაში ბრალდებები. ხოლო ჯადოსნური იარაღი, რომელსაც, როგორც ჩანს, ყველა მხარე ენთუზიაზმით მოიხმარს, ფულია, რაც საკმაოდ ახარებს ვანუატუს მსგავს, თითქოს მყარი პოზიციის არმქონე ქვეყნებს.“ ამ არგუმენტის გასამყარებლად ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითებიდან ერთ-ერთია მედიაში 2009 წლის დეკემბერში გავრცელებული ცნობები - იმ პერიოდში, როცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა წყნარი ოკეანის კუნძულმა-სახელმწიფომ, ნაურუმ აღიარა. მედია იუწყებოდა, რომ მოსკოვს ეს გადაწყვეტილება დახმარების სახით გამოყოფილი ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა. ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრს, კიერენ კეკეს უღიარებია, რომ მისმა ქვეყანამ მოსკოვისგან დახმარება მიიღო, თუმცა უარუყვია ვარაუდი, რომ ეს აღიარების გადაწყვეტილებასთან იყო კავშირში. მაგრამ, სტატიის ავტორის აზრით, ფაქტი ფაქტად რჩება: „ნაღდი ფულის საჭიროების მქონე წყნარი ოკეანის მიკროსახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, უცხოური დახმარების სანაცვლოდ საერთაშორისო აღიარების გადაწყვეტილებების მიღება ბოლო წლებში უკვე ტენდენციად გამოიმუშავესო“, - წერს ავტორი. არგუმენტის საილუსტრაციოდ ავტორს მოჰყავს სხვა მაგალითებიც - რომ 2002 წელს ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური კავშირები ჩინეთის სასარგებლოდ გაწყვიტა, თუმცა სამ წელისადში კვლავ ტაივანს დაუბრუნდა. 2004 წელს მსგავსი ნაბიჯი გადადგა ვანუატუმ - იქ პრემიერ-მინისტრი გადააყენეს იმის გამო, რომ ტაივანთან დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას ცდილობდა. ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდა პეკინის აღიარების პოზიციას - პეკინმა კი, თავის მხრივ, ვანუატუს განათლების სფეროსთვის მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო. ავტორი განაგრძობს: „შარშან სექტემბერში ამ თამაშებში საქართველოც ჩაერთო და ტუვალუს 12,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო ტვირთის მიწოდება დაუფინანსა. რამდენიმე დღით ადრე კი ამ 12,000 მოსახლის მქონე სახელმწიფომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ, სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველი მოსახლეობის დაბრუნების მოწოდებით გამოდიოდა“.
მიმდინარე კვირაში საქართველოს შესახებ რამდენიმე სხვა პუბლიკაციაც იყო დასავლეთის პრესაში. 6 ივნისს ბრიტანეთში გამომავალი „დეილი ტელეგრაფი“ თბილისში გამართული პრემიერის შესახებ წერდა, რომელსაც მსახიობები ენდი გარსია და შერონ სტოუნი დაესწრნენ. „ფილმი, სახელწოდებით „აგვისტოს ხუთი დღე“, რუსეთს აგრესორად, მის სამხედროებს კი თავზეხელაღებულ ომის კრიმინალებად სახავს. ეს, სავარაუდოდ, ხელახალ ბიძგს მისცემს დისკუსიას იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომიო“, - წერდა გაზეთი და დასძენდა: „თუმცა ფილმის შემქმნელები აცხადებენ, მოვლენები ობიექტურად არის ასახულიო.“
9 ივნისს კი „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა ინფორმაციული სტატია, სათაურით „საქართველო რუსეთთან მოლაპარაკების შეწყვეტის მუქარით გამოდის“. სტატიის ავტორი, ელენ ბარი, ქართული მხარის განცხადებაზე წერს, რომ საქართველომ, შესაძლოა, შეწყვიტოს მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში, საქართველოში აფეთქებების მოწყობის, მისი თქმით, რუსული გეგმების გამოაშკარავების შემდეგ.