კიშინიოვის ცენტრში დღეს ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა - მოლდავეთის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, იგორ ტურკანი. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, ავტომაქანა აფეთქდა, როცა ტურკანი ახალი გასული იყო ჩოგბურთის ფედერაციის შენობიდან. პოლიციის ცნობით, სხვა არავინ დაშავებულა. აფეთქების შესაძლო მიზეზზე ჯერ არაფერს ამბობენ.
ყველაზე პოპულარული
1