Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირებმა 40 პოლიციელი დახოცეს


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქალაქ ჯისრ ალ-შუღურში დღეს 40 პოლიციელი დაიღუპა „შეიარაღებული ჯგუფების“ თავდასხმების შედეგად. მანამდე სახელმწიფო ტელევიზია იუწყებოდა, რომ შეტაკება მოხდა უშიშროების ძალებსა და ასობით შეიარაღებულ პირს შორის, რომლებსაც ჯისრ ალ-შუღურში ქუჩები ჰქონდათ ჩახერგილი. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ ცოტა, 35 ადამიანია მოკლული შაბათის შემდეგ, როცა ამ ქალაქში უშიშროების ძალების სამხედრო ოპერაციები დაიწყო. სირიაში მარტიდან გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართულია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG