Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სულ მცირე შვიდი კაცი დაიღუპა თახარის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების შენობასთან. ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, დაიღუპა მრავალეროვნული ძალების სამი გერმანელი ჯარისკაცი და კიდევ ოთხი ავღანელი, რომელთა შორის არის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელი დაუდ დაუდი. აფეთქების შედეგად დაიჭრა კიდევ ცხრა ადამიანი. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG