Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საარჩევნო უწყება: რეფერენდუმმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები


ეგვიპტის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების თანახმად, ეგვიპტეში გუშინ ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პირობები უნდა განსაზღვროს. რეფერენდუმის დაგეგმვა პრეზიდენტ მუბარაქის დამხობას მოჰყვა. რეფერენდუმი თავისუფლად და ღიად შეფასდა. შაბათის რეფერენდუმმა მშვიდობიანად ჩაიარა. ერთი ინციდენტის შესახებ იუწყებიან: საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, პრორეფორმისტ მოჰამად ელ ბარადეის.
XS
SM
MD
LG