”არ შედგა ვიზიტი, რომელიც წინ წაიყვანდა ჩვენს ურთიერთობებს”, - განაცხადა 16 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელში ვიზიტის გადადების შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობაზე. თბილისის ინფორმაციით, ვიზიტის გადადების მიზეზები მხოლოდ ისრაელის საგარეო და საშინაო პოლიტიკური ცხოვრების გადატვირთულ დღის წესრიგს უკავშირდება, თუმცა ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) სპიკერის პრესსამსახურის განცხადებაში სახელდება კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც საქართველოში დაკავებული ისრაელი ბიზნესმენების საქმეს უკავშირდება. რას ფიქრობენ ამის შესახებ საქართველოსა და ისრაელში?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა შემდგარიყო, მასპინძელი სახელმწიფოს, ისრაელის, გადაწყვეტილებით გადაიდო და თუკი ისევ გრიგოლ ვაშაძის მიერ 16 მარტს გაკეთებული კომენტარის ლოგიკას მივყვებით, გამოდის, რომ ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობების ”წინ წაყვანაზე” ამ ეტაპზე უარი ისრაელის მხარემ თქვა.
მართალია, ვიზიტი კი არ გაუქმდა, არამედ გადაიდო, მაგრამ, უდავოა, რომ ასეთი მაღალი რანგის ვიზიტის გადადებას სერიოზული მიზეზები უნდა ჰქონდეს და ამ მიზეზების გამოკვლევას ბოლო დღეებში აქტიურად ცდილობდნენ როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში. ამ კონტექსტში დასმულ შეკითხვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 16 მარტს ასეთი პასუხი გასცა:
”მე თვითონ ისრაელის პრესაში 6 სხვადასხვანაირი მიზეზი ვნახე - სპიკერის გადატვირთული გრაფიკით დაწყებული, პალესტინასთან დასაწყები მოლაპარაკებებით დამთავრებული...”
ისრაელის პრესაში ამოკითხული 6 მიზეზიდან მხოლოდ 2-ის დასახელების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე არ ახსენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელში ვიზიტის გადადების კიდევ ერთ მიზეზს, რომელზეც ბოლო დღეებში აქტიურად ლაპარაკობდა არა მხოლოდ ისრაელის მედია, არამედ ეს მიზეზი ასევე ხაზგასმულია ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის - სპიკერის პრესსამსახურის მიერ 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ ეს განცხადება იტყობინება, რომ, ”შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზეზების გარდა”, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მასპინძლობაზე ისრაელმა უარი ნაწილობრივ საზოგადოებრივი წნეხის გამოც თქვა; ეს წნეხი კი საქართველოში დაკავებული ისრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსის ბედთან დაკავშირებული მღელვარებით არის გამოწვეული. გავიხსენოთ, რომ რონი ფუქსთან ერთად გასული წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს კიდევ ერთი ბიზნესმენი, ზეევ ფრენკელი. დაკავებულებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვა ედებათ ბრალად და მათ საქმეს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
როგორც უკვე ვთქვით, ისრაელის პარლამენტის სპიკერის პრესსამსახურის მიერ 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ლაპარაკია საზოგადოებრივ უკმაყოფილებაზე, რომელიც რონი ფუქსის დაკავებამ გამოიწვია ისრაელში.
რამდენად დიდია ეს უკმაყოფილება? - ამის გარკვევას რადიო თავისუფლება შეეცადა და ტელ-ავივში ტელეფონით დაუკავშირდა ალექსანდრ გოლდენშტეინს, ისრაელის ინტერნეტპორტალის, ”იზრუსის” (IZRUS), მთავარი რედაქტორის მოადგილეს, რომელიც აქტიურად მუშაობს ისრაელსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის არსებული ვითარების შესწავლაზე.
გოლდენშტეინი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ, მართალია, გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ თანამემამულე ბიზნესმენების მოულოდნელმა დაკავებამ შეშფოთება მართლაც გამოიწვია ისრაელში. ჩვენი რესპონდენტის თქმით, საკითხით ძირითადად გავლენიანი ბიზნესწრეები არიან დაინტერესებული, ისინი მცდელობას არ აკლებენ, რომ ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიაწვდინონ და სწორედ ამით არის განპირობებული ხელისუფალთა ცალკეული რეაქციებიც. ასეთი ჯაჭვური რეაქციების მიუხედავად, ალექსანდრ გოლდენშტეინის აზრით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე საკუთარი პოზიციის გამოხატვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ რონი ფუქსის გულშემატკივრები, რომლებიც მას მრავლად ჰყავს და რომლებსაც მისი უდანაშაულობის სჯერათ:
”ჩვენ დაველოდებით სასამართლოს დასკვნას. მადლობა ღმერთს, საქართველო ამჟამად დემოკრატიული ქვეყანაა და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიუკერძოებლად განიხილავს ამ საკითხს და მტყუან-მართალს გაარჩევს... მაგრამ ამ ეტაპზე ისრაელში დარწმუნებულნი არიან (და უფრო მეტიც), რომ საქართველოს ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მათ საქმეს უკერავს, რადგანაც რონი ფუქსისთვის მეტად სოლიდური თანხა უნდა გადაეხადათ...”
ალექსანდრ გოლდენშტეინი ლაპარაკობს დაახლოებით 100 მილიონ დოლარზე, რომელიც რონი ფუქსმა საქართველოს მოუგო საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID). გავიხსენოთ, რომ, გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მოგებული თანხის უპრობლემოდ მიღების მიზნით შესთავაზეს ისრაელმა ბიზნესმენებმა ქრთამი ქართველ ჩინოვნიკს. თუმცა დაკავებულები ამ ბრალდებას უარყოფენ.
ექსპერტ ალექსანდრ გოლდენშტეინის თქმით, ფუქსის დაკავებამ სხვა ბიზნესმენები დააფრთხო და შესაძლოა ბევრმა მათგანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათ მიერ საქართველოში სამომავლო ინვესტირების საკითხიც.
თუმცა ასეთ უარყოფით პერსპექტივას ჯერჯერობით არ ჩაუფიქრებია საქართველოს მხარე. როგორც ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ 11 მარტს უთხრა ჟურნალისტებს, ”ისრაელიდან გრძელდება საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები და განსაკუთრებით ბოლო დროს ეს უფრო გააქტიურდა...”
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის დარღვევა არავის ეპატიება და რომ სიმართლის დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია და ისრაელში დიდი ინტერესით ელოდებიან განაჩენს, რომლის მომზადებასაც თბილისის საქალაქო სასამართლო სულ მალე შეუდგება.

ისრაელის პრესაში 6 სხვადასხვანაირი მიზეზი ვნახე - სპიკერის გადატვირთული გრაფიკით დაწყებული, პალესტინასთან დასაწყები მოლაპარაკებებით დამთავრებული...

მადლობა ღმერთს, საქართველო ამჟამად დემოკრატიული ქვეყანაა და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიუკერძოებლად განიხილავს ამ საკითხს და მტყუან-მართალს გაარჩევს...
რამდენად დიდია ეს უკმაყოფილება? - ამის გარკვევას რადიო თავისუფლება შეეცადა და ტელ-ავივში ტელეფონით დაუკავშირდა ალექსანდრ გოლდენშტეინს, ისრაელის ინტერნეტპორტალის, ”იზრუსის” (IZRUS), მთავარი რედაქტორის მოადგილეს, რომელიც აქტიურად მუშაობს ისრაელსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის არსებული ვითარების შესწავლაზე.
გოლდენშტეინი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ, მართალია, გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ თანამემამულე ბიზნესმენების მოულოდნელმა დაკავებამ შეშფოთება მართლაც გამოიწვია ისრაელში. ჩვენი რესპონდენტის თქმით, საკითხით ძირითადად გავლენიანი ბიზნესწრეები არიან დაინტერესებული, ისინი მცდელობას არ აკლებენ, რომ ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიაწვდინონ და სწორედ ამით არის განპირობებული ხელისუფალთა ცალკეული რეაქციებიც. ასეთი ჯაჭვური რეაქციების მიუხედავად, ალექსანდრ გოლდენშტეინის აზრით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე საკუთარი პოზიციის გამოხატვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ რონი ფუქსის გულშემატკივრები, რომლებიც მას მრავლად ჰყავს და რომლებსაც მისი უდანაშაულობის სჯერათ:
”ჩვენ დაველოდებით სასამართლოს დასკვნას. მადლობა ღმერთს, საქართველო ამჟამად დემოკრატიული ქვეყანაა და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიუკერძოებლად განიხილავს ამ საკითხს და მტყუან-მართალს გაარჩევს... მაგრამ ამ ეტაპზე ისრაელში დარწმუნებულნი არიან (და უფრო მეტიც), რომ საქართველოს ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მათ საქმეს უკერავს, რადგანაც რონი ფუქსისთვის მეტად სოლიდური თანხა უნდა გადაეხადათ...”
ალექსანდრ გოლდენშტეინი ლაპარაკობს დაახლოებით 100 მილიონ დოლარზე, რომელიც რონი ფუქსმა საქართველოს მოუგო საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID). გავიხსენოთ, რომ, გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მოგებული თანხის უპრობლემოდ მიღების მიზნით შესთავაზეს ისრაელმა ბიზნესმენებმა ქრთამი ქართველ ჩინოვნიკს. თუმცა დაკავებულები ამ ბრალდებას უარყოფენ.
ისრაელიდან გრძელდება საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები და განსაკუთრებით ბოლო დროს ეს უფრო გააქტიურდა...