აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ჯერ ჰელსინკიში გამართა შეხვედრები ფინეთის ლიდერებთან, შემდეგ კი მოსკოვში ჩავიდა.
ჰელსინკიში ის შეხვდა პრეზიდენტ ტარია ჰალონენს და პრემიერ-მინისტრ მარი კივინიემის. შეხვედრებზე საერთაშორისო საკითხები განიხილეს - მათ შორის, ავღანეთის, სადაც ფინეთს დაახლოებით 200 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი, და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესები.
ბაიდენის მოსკოვური პროგრამა ოთხშაბათს აშშ-ის საელჩოში ლანჩით იწყება ამერიკელ ბიზნესლიდერებთან ერთად. შემდეგ ჯგუფი გაემგზავრება სკოლკოვოში - რუსეთის „სილიკონის ველად“ წოდებულ ადგილას - და რუსეთის ბიზნესის ლიდერებთან გამართავს შეხვედრას. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან სადილი ოთხშაბათ საღამოსთვის არის დანიშნული.
ხუთშაბათს ბაიდენი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, ამის შემდეგ კი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. რუსეთში ვიზიტის ბოლოს ბაიდენი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-რუსეთის ურთიერთობის შესახებ სიტყვით გამოვა.
პარასკევს ბაიდენი გაემგზავრება მოლდავეთში და ამ ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი და, ამასთან, ევროკავშირთან დაახლოების მოსურნე ქვეყნის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. ბაიდენი მოლდავეთში ყოფნისასაც გამოვა სიტყვით - თეთრი სახლის განცხადებით, ის მოლდავეთში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური ცვლილებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე ისაუბრებს.
შესაბამისად, ბაიდენის ტურნე სამ ქვეყანას მოიცავს, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც რუსეთზე კეთდება. სწორედ რუსეთში დაყოფს ის ყველაზე მეტ დროს - სამ ღამეს და ორ სრულ დღეს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩევლის, ტონი ბლინკენის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტის მოსკოვში ჩასვლის მიზანი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წამოწყებული, რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ პოლიტიკის მიღწევებზე საუბარი იქნება. ამ პოლიტიკას თეთრი სახლიც და პოლიტიკის ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც წარმატებულად აფასებენ: „დღეს - ორი წლის შემდეგ - ჩვენ გადატვირთვის პოლიტიკის პრაქტიკულ და მნიშვნელოვან შედეგებს ვხედავთ - მათ შორის, START-ის ახალ ხელშეკრულებას, მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებას, ავღანეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით თანამშრომლობის ბევრად უფრო გაღრმავებას, რასაც პრეზიდენტი ყველა მხარისთვის ხელსაყრელად მიიჩნევს. ვიცე-პრეზიდენტის ეს ტურნე იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ გადატვირთვის პოლიტიკის წარმატება შეფასდეს, შეფასდეს ის, თუ რას მივაღწიეთ და რისი მიღწევა გვსურს სამომავლოდ.“
რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკების მთავარი საკითხი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება იქნება, რასაც ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს.
ამ პროცესში, როგორც იცით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია, რომელიც უკვე არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და, შესაბამისად, ვეტოს უფლებითაც სარგებლობს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის გაწევრიანებას თბილისიც მხარს უჭერს, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უზრუნველყოფს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების "გამჭვირვალობას“. რუსეთსა და საქართველოს შორის ამ თემაზე მოლაპარაკებები 9 მარტს ბერნში განახლდება.
პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა 4 მარტს განაცხადა, საკითხი საქართველოსა და რუსეთის მთავრობების გადასაწყვეტიაო და მიანიშნა, რომ აშშ ამ პროცესში შუამავლის როლს არ შეასრულებს.
აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის „გადატვირთვა“ გულისხმობს შეთანხმებების გაფორმებას იმ სფეროებში, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის, ხოლო პრობლემური საკითხების გარშემო მხარეები აღიარებენ, რომ ვერ თანხმდებიან.
„გადატვირთვის პოლიტიკის“ მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ უფლებადამცველები - აცხადებენ, რომ ირანის სანქციებისა და იარაღზე კონტროლის დაწესების მსგავს სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობის სანაცვლოდ, აშშ სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს რუსეთის მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას.
ვიცე-პრეზიდენტის ეს ვიზიტი ამგვარი ბრალდებების განეიტრალების მორიგი მცდელობა იქნება. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი პირდაპირ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მივა. თეთრი სახლის განცხადებით, ჩართულობის და თანამშრომლობის ასეთ მოდელს ის მრავალ ქვეყანასთან მიმართებით იყენებს.