რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მან ილაპარაკა ”ქართული პარტიის” გეგმებზე და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. სოზარ სუბარის თქმით, თუ ხელისუფლებამ საპარლამენტო რჩევნები ოქტომბერში არ ჩაატარა, ეს ხელისუფლების უზურპაციის ტოლფასი იქნება და ამას ხალხის მღელვარებაც მოჰყვება. სტუმარმა ასევე ილაპარაკა იმაზე, რომ მოსახლეობას ოპოზიციის ლიდერების მიმართ იმედგაცრუების გრძნობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მათ არ გადადგეს უფრო რადიკალური ნაბიჯები ხელისუფლებასთან საბრძოლველად. სოზარ სუბარმა თქვა, რომ ”ქართული პარტია” ამ შეცდომის განმეორებას აღარ აპირებს.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1