Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ქალაქებში ქალების საპროტესტო აქციები იმართება


იტალიის ორასამდე ქალაქში იმართება საპროტესტო აქციები. მათი მონაწილეები ქალების უპატივცემულობის მიმართ გამოხატავენ უკმაყოფილებას. დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსახიობ ფრანჩესკა კომენჩინის თქმით, აქციები, სხვათა შორის პრემირ სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგაცაა მიმართული. პროკურატურა ბერლუსკონის ბრალად სდებს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირს. პრემიერი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG