Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიისა და ჰოლანდიის პარლამენტებმა მიიღეს გადაწყვეტილებები ავღანეთზე


გერმანიის პარლამენტმა 2012 წლის თებერვლამდე გაუგრძელა მანდატი ავღანეთში გერმანიის სამხედრო კონტინგენტს. თუმცა, დღესვე მიღებული გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეები 2011 წლის მიწურულიდან დატოვებენ ავღანეთს, თუ მათ ამის შესაძლებლობას მისცემს უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება. ამჟამად ავღანეთში 4860 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება.
დღეს ჰოლანდიის პარლამენტმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ავღანეთს ეხება. ჰოლანდიელი ჯარისკაცები და პოლიციელები ჩრდილოეთში მდებარე რეგიონებში ჩავლენ პოლიციის რეკრუტების გასაწვრთნელად.
XS
SM
MD
LG