Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოდიკი: ბოსნია დაშლას განიცდის


ბოსნიელ სერბთა ლიდერმა, მილორად დოდიკმა განაცხადა ინტერვიუში, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა დაშლას განიცდის. ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დოდიკმა, განაცხადა, რომ ომისშემდგომი ბოსნია, რომელიც ორი ნახევრად ავტონომიური რეგიონის, „რესპუბლიკა სრპსკასა“ და მაჰმადიარულ-ხორვატული ნაწილისგან შედგება, „დაშლის სტადიაშია“, რადგან მან ვერ მიაღწია შინაგან კონსენსუსს, როგორი უნდა იყოს ის. ბოსნიელმა სერბებმა მათი საკუთარი ინსტიტუტები 1992 წლის იანვარში შექმნეს, რათა წინ აღდგომოდნენ მაჰმადიანებსა და ხორვატებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ყოფილი იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. დეიტონის ხელშეკრულებით, 1995 წელს, დასრულდა სამწლიანი ომი და ბოსნია ორ ერთეულად გაიყო, რომლებსაც საერთო მმართველობა ჰყავთ.
XS
SM
MD
LG