მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 6 დეკემბრიდან 50 თეთრი გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 30 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღეს. მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირების საკითხს საკრებულოს სხდომაზე ცხარე დისკუსია და კამათი მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელისგან ითხოვდნენ ეღიარებინა, რომ მგზავრობის საფასური მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ძვირდება და ეს სოციალურ ფონზე მძიმედ აისახება. თუმცა მერიის წარმომადგენლები აცხადებენ,რომ დედაქალაქში 580 ათას ადამიანს - სოციალურად დაუცველ პირს მგზავრობის საფასური არ გაუძვირდება. ქალაქის მთავრობამ მგზავრობის თანხის გაძვირება საწვავზე ფასების მომატებით ახსნა. 6 დეკემბრიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. ელექტრონული ბარათებით სარგებლობის შემთხვევაში, იმავე დღეს ბარათის მეორედ გამოყენების დროს მგზავრობის საფასური 30 თეთრი იქნება, ყველა მომდევნო მგზავრობა კი 20-20 თეთრი.
ყველაზე პოპულარული
1