Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილი ნანა ფიფიას ტრაგედიის თაობაზე გამოძიების დაწყება აუცილებლად მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას


ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ დევნილი ნანა ფიფიას ტრაგედიის გამო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის გადადგომა მოითხოვა. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, სამინისტროს მცდარ და არაჰუმანურ პოლიტიკას მსხვერპლი უკვე ჰყავს ნანა ფიფიას სახით. ამავე მოძრაობაში აუცილებლად მიაჩნიათ გამოძიების დაწყება და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა იმ პირებისა, რომლებმაც დევნილი ნანა ფიფია თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
XS
SM
MD
LG