ბირმელი დისიდენტი ან სა სუ ჩი, რომელიც შაბათს გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან, "არაძალადობრივი რევოლუციისაკენ" მოწოდებით გამოდის. მან რანგუნში განუცხადა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის, რომ დარწმუნებულია, დემოკრატია საბოლოოდ მაინც დამკვიდრდება მის ქვეყანაში. შინაპატიმრობოდან ან სან სუ ჩის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბირმაში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც მმართველმა სამხედრო რეჟიმმა გაიმარჯვა. მაგრამ არჩევნებს ფარსი უწოდეს და მკაცრად გააკრიტიკეს დემოკრატიზაციის მომხრეებმა და დასავლეთის ლიდერებმა. ან სან სუ ჩის, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია, ბოლო 21 წლიდან 15 წელი ციხეში, ან შინაპატიმრობაში აქვს გატარებული.
ყველაზე პოპულარული
1