პარტიამ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პოლიციის კანონის მუხლი, რომლის თანახმად, ”პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ”. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და პარტიის გამგეობის წევრმა ლევან იზორიამ საკანონმდებლო ცვლილება ხელისუფლების კიდევ ერთ უპასუხისმგებლო და თვითნებურ გადაწყვეტილებად შეაფასეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონი არღვევს ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის პრინციპს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
ყველაზე პოპულარული
1