საერთაშორისო ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პრესის თავისუფლების 2010 წლის რეიტინგში საქართველოს 99-ე ადგილი განუსაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ ამავე ორგანიზაციის კვლევების თანახმად, გასულ წელთან შედარებით მედიის თავისუფლების მდგომარეობა ქვეყანაში 18 ერთეულით არის გაუარესებული. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - როგორც მოსალოდნელი იყო, თავისუფალი მედიის სასტიკი მეთოდებით ჩახშობის გამო, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს ავტორიტარულ რეჟიმებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, სუდანი, ბირმა, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა და თურქმენეთი. ამასთან, ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით, რომ მედიაზე მთავრობის ზეწოლა ძლიერია რუანდაში, სირიაში, ინდოეთსა და რუსეთში. ანგარიშში გაკრიტიკებულია საფრანგეთი და იტალიაც - ჟურნალისტების წყაროების დადგენის მცდელობის, მედია-მფლობელებად ერთი და იმავე ძალების ქცევის ხშირი პრაქტიკისა და ჟურნალისტების მიმართ მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან გამოჩენილი ნეგატიური დამოკიდებულების გამო.
ყველაზე პოპულარული
1