საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის თემაზე, უმაღლეს დონეზე მსჯელობის კონკრეტული დღის დანიშვნას აუცილებლად მიიჩნევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელი დიკ მარტი. მისი განცხადებით, აგვისტოს ომის შემდგომი დაპირისპირება დიალოგმა უნდა შეცვალოს. მარტიმ აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შედეგების და საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დაძლევა ევროსაბჭოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეისთვის პრიორიტეტად რჩება.
ყველაზე პოპულარული
1