6 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან, გარდა პირველადი მოხმარების წამლებისა, იკრძალება მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. გარდა ამისა, მკაცრდება კონტროლი ფალსიფიცირებული მედიკამენტების წარმოებასა და რეალიზებაზე. გარდა პოზიტიური შედეგებისა, ადმინისტრირების გამკაცრების ერთ მინუსზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომელიც 6 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ გაახმაურა, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, გარდა პირველადი მოხმარების წამლებისა, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა აიკრძალება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, აღნიშნულ საკითხზე ფარმაცევტულ კომპანიებთან და ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლებთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს: ”აუცილებელია შემოვიღოთ რეცეპტით სარგებლობა და განსაკუთრებით იმ მედიკამენტებზე, რომლის საცალო ვაჭრობაში არსებობა არ შეიძლება ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძვლის გარეშე. გარდა ამისა, დასჯადი იქნება ის ქმედება, როდესაც ექიმი რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ გამოწერს რეცეპტს”, - აღნიშნავს ურუშაძე.
მედიკამენტების რეცეპტით გაცემის დაწესების გარდა, ჯანდაცვის მინისტრისა და ფარმაცევტული კომპანიების შეხვედრაზე კიდევ სამი ძირითადი მიმართულებით გაიშალა საუბარი. უფრო კონკრეტულად კი, მედიკოსებს ეკრძალებათ სამედიცინო დაწესებულებებში ფარმაცევტული კომპანიების პროდუქტის რეკლამირება, ასევე ეკრძალებათ ამა თუ იმ ფარმაცევტული კომპანიის მუშაობასა და სარეკლამო კლიპებში მონაწილეობა. როგორც შეხვედრაზევე გახდა ცნობილი, სამინისტრომ ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია, რომლის თანახმადაც, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს საქართველოში ფალსიფიცირებული მედიკამენტების წარმოება და რეალიზაცია.
ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პეს“ დამფუძნებელი კახა ოქუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივების სისრულეში მოყვანა, პირველ რიგში, თავად მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებშია: ”ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ სამინისტროს და მონაწილეობა მივიღოთ ყველა ასეთ ინიციატივაში. ჩვენი, როგორც მწარმოებლების, ინტერესია, რომ საქართველოში იყოს დაცული ბაზარი და უპირველესი მიზანი საქართველოს მოქალაქისა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში არ იყოს კონტრაფაქტური ანუ ფალსიფიცირებული მედიკამენტები.”
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ ფალსიფიცირებული მედიკამენტების წარმოებასა და რეალიზებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებზე დადებითად აისახება, თუმცა ის იქვე ადმინისტრირების გამკაცრების ერთ მინუსზეც ამახვილებს ყურადღებას: ”წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ზომების გამკაცრება აწყობთ ლეგალურად მომუშავე კომპანიებს, რადგან მათი რეალიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, ხოლო იმ მცირე კომპანიებს, რომლებსაც მცდელობა აქვთ ფალსიფიცირებულ მედიკამენტებზე მუშაობისა, რა თქმა უნდა, ადმინისტრირების გამკაცრებით შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ და მათაც მოუწევთ ლეგალურად მუშაობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ადმინისტრირება მკაცრდება, ასეთ შემთხვევაში ეს ფასების ზრდას იწვევს. ჩემი აზრით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება”, - აღნიშნავს ნარმანია.
თბილისის პირველი სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრი ლალი დანელია რადიო თავისუფლებასთან იმ შემთხვევებზე საუბრობს, როდესაც რიგი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ექიმებს მათ მიერ შეთავაზებული მედიკამენტების გაყიდვის ნუსხას სთხოვდნენ. როგორც ლალი დანელია აღნიშნავს, სამკურნალო დაწესებულებებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საჭიროა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული მისიით: ”ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის არ უნდა იყოს ისეთი ურთიერთობა, რომ, მაგალითად, ექიმი ვალდებული იყოს რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის წინაშე, რომ მაინცდამაინც მისი წამალი გამოუწეროს პაციენტს. ეს სრულიად მიუღებელია. ექიმი უნდა იცნობდეს პრეპარატს და მას უნდა აცნობდეს ფარმაცევტული კომპანია. ამიტომ კომპანიის წარმომადგენელი ამ თვალსაზრისით საჭიროა მხოლოდ ერთი მისიით: ის უნდა მოვიდეს ჩვენთან და მოგვაწოდოს ინფორმაცია პრეპარატზე, მაგრამ ის, რომ თან მოგთხოვოს მიაწოდო რაოდენობა გაყიდული მედიკამენტებისა, ეს უკვე სრულიად მიუღებელია და მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, არსებობს. ჩვენ საკმაოდ ყურადღებით ვართ ამასთან დაკავშირებით და მსგავს გარიგებებში მონაწილეობას არ ვღებულობთ”, - აცხადებს დანელია.
მედიკამენტების გაცემისას რეცეპტის შემოღების ინიციატივას ლალი დანელია დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშ ბოლო მოეღება აფთიაქებიდან მედიკამენტების უთავბოლოდ გაცემასა და დანიშვნას.
როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენელი ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა პაციენტებს, ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს და ცივილიზებულ ჩარჩოში მოაქცევს.
თავად საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება და სრულად იქნება ჩამოთვლილი ის მედიკამენტები, რომლებიც 2011 წლის პირველი იანვრიდან რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა.