დასავლეთ რუსეთში მდებარე ტვერის რეგიონში ცხრა ადამიანი დაიღუპა ხანდაზმულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი დღეს დილას გაჩნდა ქალაქ ვიშნი ვოლოჩეკში მდებარე ობიექტში, სავარაუდოდ, როცა ხანდაზმულთა სახლში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სცადა თავის დაწვა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, გამომძიებლებმა საწავავის კანისტრა იპოვეს ოთახში, საიდანაც ხანძარი დაიწყო. დაშავდა ორი ადამიანი, ევაკუირებულ იქნა 480.
ყველაზე პოპულარული
1