ფოცხოეწერი აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელია. მის ერთ-ერთ უბანში აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ. დევნილთა 10-მდე საცხოვრებელს ფასადები შეუღებეს და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაუსვეს, მაგრამ, როგორც იქ მცხოვრებნი ამბობენ, ოთახები საცხოვრებლად უვარგისია.