თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო ხმაური გრძელდება. თუ წინა კვირას განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ორი წლის წინ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების ბედით დაინტერესდა და შემოწმება დაიწყო, ამ კვირაში მაკონტროლებელი ორგანო უკვე უმაღლესი სასწავლებლის სხვა ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციასაც სწავლობს - მათ შორის, ტენდერებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. უცხოეთში მივლინებიდან დაბრუნებული უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა კი თბილისში მისი არყოფნის დროს გახმაურებულ ყველა ბრალდებას პასუხობს.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამქრალი წიგნების შესახებ რადიო თავისუფლებამ წინა კვირაში მოგითხროთ. მე-19 საუკუნის წიგნების დაკარგვა ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის მოადგილემ თამარ ნემსიწვერიძემ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შენიშნა და უნივერსიტეტმაც პროკურატურას მიმართა. ეს ამბავი ხელახლა მას შემდეგ ამოტივტივდა, რაც პოლიციამ საქმეში ბრალდებული ორი ადამიანი დააკავა, განათლების სამინისტროს გენინსპექცია კი უნივერსიტეტში შესამოწმებლად შევიდა. იმ დროს, როდესაც მედია რექტორის, გიორგი ხუბუას, უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე, არაკანონიერად ჩატარებულ ტენდერებსა და მის მაღალ ხელფასზე ალაპარაკდა, თავად რექტორი თბილისში არ იმყოფებოდა. მან დაგროვილ კითხვებს 9 აგვისტოს ერთად უპასუხა - ჯერ მედიის, შემდეგ კი აკადემიური საბჭოს წინაშე.
”მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ უნივერსიტეტი ის დაწესებულება არ არის, რომლის რექტორიც წიგნებს იპარავს, ხოლო ადმინისტრაცია ქურდებს მფარველობს და ფინანსურ მაქინაციებშია გახვეული. შემოვიდეს ნებისმიერი მაკონტროლებელი და რაც სურთ, ის შეამოწმონ”, - განაცხადა გიორგი ხუბუამ და საზოგადოებას ის დოკუმენტაციაც წარუდგინა, რომლითაც უნივერსიტეტი პროკურატურას ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების გამო რეაგირებისათვის მიმართავს და რომელზეც რადიო თავისუფლებამ უკვე მოგითხროთ. გიორგი ხუბუამ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია, უნივერსიტეტისა და მისი ხელმძღვანელობის პრესტიჟს ჩრდილს აყენებს, ზიანს აყენებს ასევე უნივერსიტეტის განვითარებისთვის წამოწყებულ საქმეებს. კერძოდ, ფონდ "ქართუს" დაგეგმილი აქვს ერთ მილიონ დოლარად ღირებული წიგნების ყიდვა უნივერსიტეტისათვის, ასეთი ბრალდებები კი უნივერსიტეტისთვის სიკეთის მომტანი არ არის.
ხუბუამ ასევე უპასუხა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს უნივერსიტეტის ტენდერში გაამარჯვებინა კომპანია „ჯი აი თის“, რომელმაც რექტორს სოფელ ნავზარაანთკარში მშენებარე სახლისათვის სამშენებლო მასალები აჩუქა: ”ეს სრული აბსურდია. არანაირი კონტრაქტი არ მაქვს არც ერთ სატენდერო კონკურსში მონაწილე კომპანიასთან.“
საინტერესოა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ხელფასების საკითხიც. თავად ხუბუას ხელფასი დღეს 7300 ლარია - როგორც იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის და როგორც არჩეული რექტორისა.
უნივერსიტეტის პროფესორების ხელფასების საკითხს რაც შეეხება, ზოგიერთ პროფესორს სახელფასო სისტემის მიმართ თავისი შენიშვნები აქვს. ასეთია, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახი ყურაშვილი, რომელთანაც უნივერსიტეტს ე.წ. ბ კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ანუ ის სხვაგანაც მუშაობს და მისი ხელფასი გაცილებით დაბალია. ის ამ სისტემის ხარვეზზე ლაპარაკობს, თუმცა მიანიშნებს, რომ ეს უნივერსიტეტში დღეს განვითარებულ პროცესებთან არანაირ კავშირში არ არის: ” ა და ბ კონტრაქტის მქონე პროფესორების ხელფასებს შორის სხვაობა ხუთჯერ განსხვავებულია, მაშინ როდესაც ბ კონტრაქტის მქონე პროფესორის დატვირთვა, ლექციის მომზადების თვალსაზრისით, არაფრით ჩამოუვარდება სრული პროფესორის დატვირთვას, რომ ასეთი კონტრაქტული ხელფასი იყოს. თუმცა ეს ჩემი მოსაზრება არანაირ კავშირში არ არის იმ მოვლენებთან, რაც უნივერსიტეტში განვითარდა. უბრალოდ, როდესაც მეკითხებიან, რა არ მომწონს უნივერსიტეტში, აქამდეც ღიად ვამბობდი, რომ ამ ნაწილში შენიშვნები მქონდა.”
კახი ყურაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, სანამ მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნა მზად არ არის, არაეთიკურია უნივერსიტეტის რექტორის მიმართ ან ბრალდებების წაყენება, ან, პირიქით, იმის თქმა, რომ ეს ცილისწამებაა.
უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე მათ შორისაა, ვინც ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის მასშტაბის დაწესებულებაში შესაძლოა რაიმე დარღვევა მართლაც აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს.
საეჭვო დინებებზე ლაპარაკობს აკადემიური საბჭოს წევრი აკაკი ყულიჯანიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარეობს უნივერსიტეტის ღირსების შემლახავი კამპანია და აკადემიური საბჭოს სახელით პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს.
თავის მხრივ, გია ხუბუამ ყველა დაინტერესებულ ორგანოს მოუწოდა, გამოიკვლიონ უნივერსიტეტის საქმიანობა. მან არც ის გამორიცხა, რომ პრესაში გასული ინფორმაციის სინამდვილის დასადასტურებლად და უნივერსიტეტის პრესტიჟის დასაცავად შესაბამის ორგანოებს მიმართოს. რაც შეეხება იმ ორგანოს დასკვნას, რომელიც ახლა უნივერსიტეტს ამოწმებს, ის ორ კვირაში იქნება მზად.