24 ივლისს, ცხინვალის ცენტრში, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, სამოქალაქო აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს. ეს ინფორმაცია გაავრცელა მისმა მეგობარმა, ოსმა უფლებადამცველმა ბესარიონ ასეევმა, რომელმაც ცხოვრებოვთან გასაუბრებაც მოახერხა. მისი თქმით, თავდასხმა ისააკ ხარებოვის ქუჩაზე მოხდა. ცხოვრებოვს ათამდე კაცი ურტყამდა და იარაღით ემუქრებოდა. გაზეთის რედაქტორი სხეულის მრავალი დაზიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ცხოვრებოვის თავდამსხმელთა შორის იყვნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი. პირველი ორი სახალხო პარტიის წევრია, ხასიევი კი - კომუნისტური პარტისა. სახალხო პარტია დაკომპლექტებულია „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრებით, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრეები არიან.
ბესარიონ ასეევი ცხოვრებოვის ცემის ფაქტს მის აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას უკავშირებს. ახლახან ცხოვრებოვმა მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიაში გამართული ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მუშაობაში. ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი მიიღო მიმართვა, რომელშიც ყველა მხარის პოლიტიკოსებს მოუწოდა, იზრუნონ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე. ფორუმის ოსური დელეგაციისა და, განსაკუთრებით, თემურ ცხოვრებოვის საქმიანობა ამ რამდენიმე დღის წინ „ოსური სახელმწიფო ინტერესების ღალატად“ შეაფასა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა. ბესარიონ ასეევის თქმით, ორი დღეა ცხოვრებოვს ტელეფონით ურეკავდა და მოკვლით ემუქრებოდა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი კაზიმირ პლიევი.
„ისააკ ხარებოვის ქუჩაზე დაახლოებით ათი კაცი დაესხა თავს, აქედან სამი პარლამენტის მოქმედი დეპუტატი იყო. კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი“, - გვიამბობს ასეევი. - „თემურს ხელზე თითი აქვს მოტეხილი, ყელი აქვს გადაჭრილი. თავი და ტუჩი გაკერილი აქვს. ამ შემთხვევამდე ოსინფორმზე და ტელევიზიით იყო ბორის ჩოჩიევის გამოსვლა. მან მოღალატეებად გამოაცხადა ის პირები, ვინც ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში მონაწილეობდნენ. ეს ყველაფერი ამ განცხადების შედეგია. მათ თემური ოსეთის ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს.“
ბესარიონ ასეევის თქმით, ცხოვრებოვზე თავდასხმა ცხინვალელი მილიციელების თვალწინ მოხდა, მაგრამ მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. ცხოვრებოვის ცემის ამბავი მალევე შეიტყვეს ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდის - ქართლოსის“ ხელმძღვანელის, მეგი ბიბილურის განცხადებით, ცხინვალში ხალხს ფიზიკურად უსწორდებიან განსხვავებული აზრისთვის, რაც მკაცრად არის დასაგმობი. მისივე თქმით, ცხოვრებოვი ფორუმში მუშაობის დროსაც მუდამ ოსი ხალხის ინტერესებს იცავდა.
როგორც 90-იანი წლების კონფლიქტისას, ისე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თემურ ცხოვრებოვი იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ომის შემდეგ სწორედ მან განაცხადა ცხინვალში ქართული წიგნების დაწვის შესახებ, რამაც საქართველოსა და რუსეთის მედიაში დიდი ხმაური გამოიწვია.
ორი დღის წინ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ბორის ჩოჩიევის განცხადების საპასუხოდ ცხოვრებოვმა აღნიშნა, როცა მე იარაღით ხელში ცხინვალს ვიცავდი, ჩოჩიევი ჯავაში იმალებოდაო. ცხოვრებოვმა სცადა, ჩოჩიევისთვის ადგილობივი ტელევიზიითაც ეპასუხა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცა დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კაბისოვმა. ცხოვრებოვის კომენტარი ეთერში არ გასულა. 24 ივლისს ოსური მედიის ყურადღების ცენტრში არც მისი ცემის ფაქტი მოქცეულა.
წინა დღით დე ფაქტო რესპუბლიკის მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ კი ზოგი ჟურნალისტი გმირად, ზოგი კი მოღალატედ გამოაცხადა.