კახეთში ძლიერმა წვიმამ დედოფლისწყაროსა და წითელწყაროს რაიონებში ინფრასტრუქტურა მოშალა, საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების I სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. განადგურდა სურსათ-სანოვაგე და დახოცილია შინაური ფრინველები. ამასთან, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ტრანსფორმატორი დააზიანა, რის გამოც დედოფლისწყაროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ყველაზე პოპულარული
1