Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ყირგიზეთში მიმდინარე ძალადობა


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ძალადობა ყირგიზეთში და სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა დაპირისპირების მონაწილეებს. ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად 124 ადამიანი დაიღუპა და 1800 დაიჭრა. ათობით ათასმა უზბეკმა დატოვა საცხოვრებელი. გაეროს უშიშროების საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ლინ პასკომ განაცხადა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფანი ყირგიზეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. ამასთან, რუსეთის თაოსნობით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყირგიზეთის დროებით მთავრობას დახმარებისთვის ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა შესთავაზა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, რომ ორგანიზაციას ჰყავს სამშვიდობო კონტინგენტი და სწრაფი რეაგირების დანაყოფი, თუმცა, მისი თქმით, ”ამ საშუალებების გამოყენებამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო”.
XS
SM
MD
LG