Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალი ღვინის ფესტივალი“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება


8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ახალი ღვინის ფესტივალს“. „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობენ არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეაგროვა. ოჯახური მარნებიდან ღვინოები სპეციალური დაგუსტაციით შეირჩა. დაავადებული და სხვადასხვა ზადის მქონე ნიმუშები ფესტივალის მიღმა დარჩა. ფესტივალის მონაწილეებმა საზოგადოებას ახალი ღვინოები უნდა წარუდგინონ. სწორედ ეს არის „ახალი ღვინის ფესტივალის“ მთავარი პირობა და ხიბლი. ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ახალი, ანუ 2009 წლის მოსავლის ღვინოები ქართული მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან.
XS
SM
MD
LG