Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა განაჩენი გირგვლიანის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა განაჩენი გირგვლიანის საქმეზე


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს საჯაროდ გამოაქვეყნა განაჩენი საქმეზე ”გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ.” სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. სასამართლოს განაჩენში ჩამოთვლილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ის მუხლები, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო დაირღვა. მათ შორისაა კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას შეეხება. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა საქართველოს მიერ კონვენციის 38-ე მუხლის უპატივცემულობაც, რადგან მისი შეფასებით, ქვეყანამ გაყალბებული მტკიცებულებები წარუდგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის ოჯახისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
XS
SM
MD
LG