სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პეტერ სემნები საქართველოს ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს ურჩევს დროებით უარი თქვან პრეზიდენტის დაუყოვნებელი გადადგომის მოთხოვნაზე, რათა შესაძლებელი გახდეს დიალოგის გამართვა მთავრობასა და ოპოზიციას შორის. "არ ვამბობ, რომ დემონსტრანტებმა უარი უნდა თქვან ამ მოთხოვნაზე," - აღნიშნა პეტერ სამნებიმ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში. – "ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ლეგიტიმური უფლებაა - წამოაყენო პოლიტიკური მოთხოვნა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მაგრამ დიალოგის უზრუნველყოფას ხელს ვერ შეუწყობს, უპირველეს მიზნად გქონდეს მოლაპარაკებებში შენი პარტნიორის დაუყოვნებელი წასვლა თანამდებობიდან."
სემნების თქმით, საქართველოს დღეს აქვს კარგი შესაძლებლობა, შეიცვალოს ამ ქვეყანაში პრობლემების ქუჩაში გადაჭრის გზა და თუ პოლიტიკური ძალები პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შეძლებენ, ამით საქართველო მხოლოდ მოიგებს.
პეტერ სემნები აღნიშნავს, რომ ყველა მხარეს კარგად ესმის, რომ სასწორზე საქართველოს მომავალი დევს, და დასძენს, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის პარალელურად შესაძლებელია წარიმართოს მოლაპარაკებები კონსტიტუციურ ცვლილებებზე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე, რაშიც ჩართული უნდა იყოს საქართველოს ყველა წამყვანი პოლიტიკური ძალა.
ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილი აცხადებს, აგრეთვე, რომ ხელისუფლება დიალოგში კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთოს და დიალოგი გამოიყენოს არა ოპოზიციაზე დამატებითი ზეწოლისთვის, შეზღუდვისა და მარგინალიზაციისთვის, არამედ პირიქით, გააძლიეროს ის.