ემიგრირებული უცხოელების პრობლემის მოსაგვარებლად ახალ მეთოდს მიმართა. უცხოელები, ეგრეთ წოდებული ”გასტარბაიტერები”, 500 ევროსა და შინ დასაბრუნებელ უფასო ავიაბილეთს მიიღებენ, თუ სამშობლოში დაბრუნდებიან. აზიიდან ემიგრირებული მუშახელის ნაწილი ამ საშუალებას იყენებს, მაგრამ უკრაინელები, რომლებიც ჩეხეთში სამუშაოდ ჩამოსული უცხოელების თითქმის ერთ მესამედს შეადგენენ, უარს ამბობენ ჩეხეთის მთავრობის წინადადებაზე და ადგილზე დარჩენას ამჯობინებენ.
ევროპაში ეკონომიკური კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად სამშენებლო ბიზნესი დაზარალდა. კრიზისის დაწყებამდე სამშენებლო ბუმი იყო, მაგრამ ახლა ბევრი პროექტი შეჩერდა და სამშენებლო კომპანიებმა დიდი რაოდენობით მუშახელი დაითხოვეს.
სერგეი 24 წლის უკრაინელია და პრაღაში სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. მისი თქმით, ეკონომიკურმა ვარდნამ ხელფასის შემცირება გამოიწვია და სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე დააყენა:
”ხალხი მოხსნეს იმ კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობ. მეც დავზარალდი, რადგან ჩემი ჯამაგირი შემცირდა. ახლა მე ვიღებ 20 კრონს ერთ საათში - იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვიღებდი ადრე.”
ოცი კრონი დაახლოებით ერთი ლარი და 50 თეთრია.
როგორც ათასობით ”გასტარბაიტერი” უკრაინიდან, ვიეტნამიდან, უზბეკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, სერგეიც მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობს და არა აქვს არც სამედიცინო და არც სოციალური დაზღვევა.
ის ამბობს, რომ ჯამაგირი მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და ბინის ქირის გადასახდელად ჰყოფნის. ბინა მას დაქირავებული აქვს პრაღის გარეუბანში, ერთ-ერთ კომუნისტური ეპოქის საცხოვრებელ სახლში,სადაც სხვა მუშებთან ერთად ცხოვრობს.
ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ოფიციალურად რეგისტრირებული მიგრანტია, მათ შორის - 84 ათასი უკრაინელი. მაგრამ მიგრანტების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ არალეგალური მიგრანტების რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში უმუშევრობის დონემ 7 პროცენტს მიაღწია. ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 12 ათასი უცხოელი სამუშაო ადგილს დაკარგავს.
მიგრანტების დასახმარებლად, რომლებიც სამსახურის, საცხოვრებლისა და საარსებო საშუალების გარეშე დარჩნენ, ჩეხეთის მთავრობამ დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ეს დახმარება, ძირითადად, მიზნად ისახავს მიგრანტების საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას.
ჩეხეთის ხელისუფლება მიგრანტებს სთავაზობს სამშობლოში დასაბრუნებელ უფასო ავიაბილეთს და ერთჯერად ფულად დახმარებას, 500 ევროს სახით.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ეს წინადადება ძალიან მოსწონთ მიგრანტებს მონღოლეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან.
მაგრამ სერგეი ჯერ არ ჩქარობს უკრაინაში დაბრუნების საშუალებით ისარგებლოს. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი,თუ სამსახურს დაკარგავს, ის მაინც ჩეხეთის რესპუბლიკაში დარჩება და სამსახურის ძიებას განაგრძობს.
” არ მინდა უკრაინაში დაბრუნება. მე იქ ვიყავი ოთხი დღე ახალი წლის დღესასწაულზე. დავინახე, თუ როგორ ცხოვრობენ - ეს ქაოსია. და მე შევამჩნიე ის, რაც ადრე არასდროს მინახავს - შური. ხალხს არა აქვს სამუშაო. ისინი ყველაზე გაბრაზებულები არიან.”
სერგეის მსგავსად ფიქრობს ჩეხეთის რესპუბლიკაში მყოფი უკრაინელი მიგრანტების უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა ემუქრებათ, ფიქრობენ, რომ მათი მომავალი ჩეხეთში უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება იყოს სამშობლოში.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. იქ ბოლო თვეების მანძილზე უსამსახუროდ დარჩა დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი.